ბიუროკრატია

ბიუროკრატია
შეიძლება განხილულ იქნეს როგორც რაციონალიზაციის კერძო შემთხვევა, ანუ ადამიანთა მართვის რაციონალიზაცია. ადამიანთა საქმიანობის ბიუროკრატიული კოორდინაცია, როგორც ვებერი თვლიდა, წარმოადგენს თანამედროვე სოციალური სტრუქტურების განმასხვავებელ ნიშანს. ამ სტრუქტურათა შესასწავლად - როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე საზოგადოებებში, ვებერმა ჩამოაყალიბა იდეალური ბიუროკრატიის ნიშნები: უფლებამოსილებათა იერარქია მიუკერძოებლობა ქცევის დაწერილი წესები მიღწევებზე დამყარებული დაწინაურება შრომის სპეციალიზებული დანაწილება ეფექტიანობა მაქს ვებერის აზრით, ბიუროკრატია სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზაციის განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც „აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები; ეს უფრო ნეიტრალური ტერმინია და არ მიუთითებს ორგანიზაციის ამა თუ იმ ფორმის მხოლოდ უარყოფით ნიშნებზე.ვებერი დარწმუნებული იყო, რომ ბოუროკრატიული სტრუქტურა ორგანიზაციის ყველაზე ეფექტიანი ფორმაა, რომელიც ორგანიზების პრიმიტიულ წესს საბოლოოდ უფრო რთულ და რაციონალურ სისტემად აყალიბებს. როგორც ვებერი აღნიშნავდა, ბიუროკრატია „ყველა სხვა ფორმას აღემატება თავისი სიზუსტით, სტაბილურობით, მკაცრი დისციპლინითა და საიმედოობით. ამდენად ის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და მოსამსახურეებს თავიანთი მიღწევების ზედმიწევნით ზუსტი აღრიცხვის საშუალებას აძლევს … ვებერი გვთავაზობს ბიუროკრატიის ფორმალური სტრუქტურის უმთავრესი ელემენტების დეტალურ ჩამონათვალს. მისი კონცეფციის თანახმად, ბიუროკრატიის სამი უმნიშვნელოვანესი ნიშანია შრომის დანაწილება, იერარქიულიულობა და უპიროვნო წესები. ეს არის ნებისმიერი ქმედითი ბიუროკრატიის აუცილებელი ატრიბუტები. „თანამდებობაზე დანიშვნა (…) გულისხმობს გარკვეული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას არა ამ კონკრეტული პიროვნების … არამედ არაპიროვნულ და საქმიან ფუნქციათა მიმართ“. როგორც ბოუზმენი აღნიშნავს, „ბიუროკრატიის ძლიერი მხარე არის მისი ორიენტაცია სტანდარტიზებულ ურთიერთობებზე. ფავორიტიზმი, ნეპოტიზმი, მექრთამეობა და კორუფციის სხვა ფორმები მიუღებელი უნდა იყოს თანამედროვე ბიუროკრატიისთვის; ეს მისი პათოლოგიური გამოვლინებები უფროა, ვიდრე ორგანული თვისება. სტანდარტიზაცია ხშირად პროტესტს იწვევს ადამიანებში, რადგან მათი უმეტესობა, როგორც კერძო პირი თუ როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, ცდილობს თავისი გამორჩეულობისა და თავის განსაკუთრებულ მოთხოვნილებათა ხაზგასმას. მართლაც, ყოველი ჩვენგანი განუმეორებელია და ყველას ჩვენ-ჩვენი მოთხოვნილებები გვაქვს“. „ჩვენ არ გვიყვარს ბიუროკრატია, მაგრამ ჩვენ ის გვჭირდება - იმ დრომდე მაინც, ვიდრე არ მოვიფიქრებთ ისეთ ქმედით ალტერნატიულ ორგანიზაციულ სქემებს, სადაც შენარჩუნებული იქნება ბიუროკრატიის ის ნიშნები, რომლებიც ჩვენთვის უდაოდ მისაღებია - პროგნოზირებადობა და სტაბილურობა, რაციონალიზმი, კომპეტენტურობა, მიუკერძოებლობა - და თავისუფალი იმისგან, რაც ესოდენ არ მოგვწონს - სიხისტე, არასტანდარტული სიტუაციების მართვის უუნარობა, გადაულახავი ზღუდეების შექმნა ჩინოვნიკებსა და მოქალაქეებს შორის“ ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საზოგადოების ფართო წრეები სათანადოდ არ აფასებენ თანამდებობრივი სისტემისა და ბიუროკრატიული ორგანიზაციის დადებით მხარეებს. მეორე მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ბიუროკრატია უამრავი ფორმით შეიძლება შეგვხვდეს და რომ „ბიუროკრატია საზოგადოებისთვის არის არა იმდენად საფრთხე და მოუშუშებელი ჭრილობა, რამდენადაც რაღაცის გაკეთების საშუალება. ზოგჯერ ის ძალზე ეფექტიანია, ზოგჯერ - ნაკლებად“ გაიდუშეკი თავის უკანასკნელ გამოკვლევაში („ბიუროკრატია: არის თუ არა ის ეფექტიანი? საკითხი ასე უნდა დაისვას?“21) იმ დასკვნამდე მიდის, რომ, მართალია, „დებიუროკრატიზაცია შესაძლოა სასურველიც იყოს“, მაგრამ ბიუროკრატიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს მეტ სტაბილურობას და, უპირველეს ყოვლისა, „გაუკვევლობის შემცირებას“ - ანუ იმას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ბიუროკრატიული სტრუქტურის ერთ-ერთი არსებითი უპირატესობაა „პროგნოზირებადობა და საიმედოობა“. ეს მოსაზრება ეთანხმება ზილერის შეხედულებას, რომლის თანახმადაც ბიუროკრატიული აპარატი მჭიდროდ ასოცირდება „სამართლებრივი სახელმწიფოს“ (Rechtsstaat) ცნებასთან. მაგრამ როგორც ზილერი აღნიშნავს, „სამართლებრივი სახელმწიფოს” ცნება და “კანონი, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს დაბრკოლებას არც მმართველობის რეფორმისთვის და არც მენეჯმენტის დამკვიდრებისთვის: ეს არის საშუალებათა კომპლექსი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ კარგად ან ცუდად და ეს დამოკიდებულია იმ ადამიანების სამართლებრივი განათლების დონეზე, რომლებმაც უნდა დაამკვიდრონ და გამოიყენონ მენეჯმენტის ახალი ფორმები”.
Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე; [მთარგმნ.: ლადო ლეკიაშვილი / რედ.: მარინა ივანიშვილი]; ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) - თბ.: სახ. მართვის ევროპული ინ-ტი, 2005

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Полезное


Смотреть что такое "ბიუროკრატია" в других словарях:

  • მარქსიზმ-ლენინიზმი — მარქსისტული იდეოლოგიის გამგრძელებელი იყო ლენინი (საბჭოთა კავშირის რევოლუციური ლიდერი 1917 1924). იგი რადიკალური იყო თავის მიზნებში და რევოლუციონერი სტრატეგიაში. მის მიზანს წარმოადგენდა უკლასო კომუნისტური საზოგადოების შექმნა. ლენინი ამტკიცებდა,… …   Georgian encyclopedia

  • ფედერაციული სახელმწიფოს ტერიტორია — მოიცავს ფედერაციის სუბიექტთა ტერიტორიის ერთობლიობას. ეს წესი მოქმედებს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ზოგიერთ სხვა ფედერაციულ სახელმწიფოში. ამავე დროს, ზოგიერთი ფედერაციული სახელმწიფო იცნობს ფედერალური… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»